ძირითადი აქცენტები

კომპანიის საქმიანობის ძირითადი აქცენტები:

  • მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები
  • მშენებლობის ორგანიზაციის საკითხები
  • ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა
  • გარემოსდაცვითი საკითხები

კომპანია საგზაო ინფრასტრუქტურულ, საინჟინრო პროექტებზე, მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასა და გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.  როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც, მოწესრიგებული და გაუმჯობესებული გზები, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ზრდას იწვევს, რაც ხშირ შემთხვევაში, ფატალური შედეგებით სრულდება. შესაბამისად, „პროექტმშენკომპანის“ საგზაო პროექტებში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო რიგი საინჟინრო, თუ სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რაც ეყრდნობა მოძრაობის უსაფრთხოების აუდიტორულ ანგარიშებსა და ანალიზს. გარდა ამისა, „პროექტმშენკომპანიმ“ განახორციელა სხვადასხვა  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული მოძრაობის უსაფრთოების გაუმჯობესების პროექტები.

საინჟინრო პროექტების მომზადებისა და განხორციელებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშენებლობის ორგანიზაციის საკითხები, რომლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმვა უზრუნველყოფს მშენებელ–კონტრაქტორთა რაციონალურ და ოპტიმალურ ხარჯებს, პერსონალის უსაფრთხოებას, დაცულობას, ჯანმრთელობისთვის საჭირო პრევენციულ ქმედებებს.

გარემოს დაცვის საკითხები „პროექტმშენკომპანის“  პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების მომზადებაში, ძირითად პერსონალთან ერთად,  საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტ-სპეციალისტები მონაწილეობენ.

გარდა ამისა, „პროექტმშენკომანი“ საქართველოს გარემოსდაცვით სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დონორების მიერ დაქირავებულ გამოცდილ ექსპერტებთან თანამშრომლობს.

კომპანიის გარემოსდაცვითი სპეციალისტები პროექტირების საწყის ეტაპზევე ცდილობენ, მაქსიმალურად ღრმად და ძირფესვიანად შეისწავლონ არსებული გარემო, ფლორა–ფაუნა. საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღებსას, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით ტარდება მულტიკრიტერიალური ანალიზი.

მნიშვნელოვანია განსახლებისა და სოციალური საკითხები. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით, პროექტების მომზადების ეტაპზე, მიმდინარეობს ზემოქმედების არეალში მოხვედრილი სუბიექტების ზუსტი და სრულყოფილი აღწერა-იდენტიფიცირება, მათი ქონების სამართლიანი (საბაზრო ფასებზე დაყრდნობით), ობიექტური შეფასება.  ჩვენი სპეციალისტები მუდმივად მონაწილეობენ სემინარებში, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში და მჭიდროდ თანამშრომლობენ უცხოელ ექსპერტ-სპეციალისტებთან.