გუნდი

„პროექტმშენკომპანის“ გენერალური დირექტორი რაგულ რაზმაძე:

 2002 წელს დავაფუძნე საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანია. თავდაპირველად, სპეციალისტების მცირე ჯგუფით დავიწყეთ მუშაობა. მრავალწლიანმა გამოცდილებამ და გუნდის პროფესიონალიზმმა კომპანიის განვითარება განაპირობა. 90–იან წლებში, ახალგაზრდების სწავლა–განვითარება და  პრაქტიკული საქმიანობა მშენებლობის, წარმოების სფეროში პრობლემას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდა თაობის მოზიდვასა და დამწყები ინჟინრების განვითარებაზე. კომპანიაში დასაქმებული მოტივირებული ახალგაზრდები ცდილობენ, საკუთარი წვლილი შეიტანონ სიახლეების, ნოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში.  ცდილობენ, გააფართოვონ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები, მიიღონ გამოცდილება და გააღრმაონ კომუნიკაცია სხვადასხვა ექსპერტ-სპეციალისტებთან. დაარსებიდან 15 წლის შემდეგ, „პროექტმშენკომპანი“ საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებისა და განხორციელების კუთხით, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას, პროექტირების უფრო სრულყოფილი და თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას ვგეგმავთ.

გუნდი

კომპანია დაკომპლექტებულია ძირითადი და დამხმარე კადრებით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით: საგზაო ინჟინრები, ხელოვნური ნაგებობების, ხიდებისა და გვირაბების, სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრები, გარემოსდაცვითი და განსახლების სპეციალისტები და ა.შ.

  • ხელმძღვანელობა
  • ადმინისტრაციულ – მმართველობითი პერსონალი
  • საავტომობილო გზების პროექტირების სამსახური
  • ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების პროექტირების სამსახური
  • საველე–საკვლევაძიებო სამსახური
  • სამოქალაქო მშენებლობის ობიექტების პროექტირების სამსახური
  • მოძრაობის უსაფრთხოების სამსახური
  • გარემოსდაცვითი საკითხების სამსახური
  • განსახლებისა და სოციალური საკითხების სამსახური
  • სახარჯთაღრიცხვო უზრუნველყოფის სამსახური
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების სამსახური
  • სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის სამსახური