პროექტმშენკომპანი
საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანია
საავტომობილო გზების, ხიდების, გვირაბებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების პროექტირება.
ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებასა და შემუშავებაში  კვალიფიციურ მომსახურებას ვუწევთ საჯარო სტრუქტურებს და კერძო კომპანიებს

საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანია

დაგვიკავშირდით

სტიქიისას დაზიანებული მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები 

“პროექტმშენკომპანიმ” კახეთში, ილიას ტბაზე, სტიქიისას დაზიანებული ჩრდილოეთ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ,კომპანიამ საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაცია შეადგინა.

მცხეთა–შიომღვიმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

“პროექტმშენკომპანიმ” ადგილობრივი მნიშვნელობის მცხეთა–შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის კმ00+00/ კმ82+06 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. 

სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები

“პროექტმშენკომპანიმ” თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის 42–ე კმ-ზე, პატარძეულის ხევზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. 

კომპანიის შესახებ

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,პროექტმშენკომპანი“ ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებასა და შემუშავებაში სხვადასხვა სახის დამოუკიდებელ და კვალიფიციურ მომსახურეობას უწევს როგორც საჯარო უწყებებს, ასევე კერძო სტრუქტურებს.

მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები

მშენებლობის ორგანიზაციის საკითხები

გარემოს დაცვის საკითხები

განსახლებისა და სოციალური საკითხები

მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები

კომპანია ორიენტირებულია საგზაო ინფრასტრუქტურულ საინჟინრო პროექტებზე, მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასა და გაუმჯობესებაზე. სხვა განვითარებად ქვეყნებში, მსგავსად საქართველოშიც, მოწესრიგებული და გაუმჯობესებული გზები გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ზრდას იწვევს, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგებითაც სრულდება. შესაბამისად, „პროექტმშენკომპანის“ საგზაო პროექტებში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო რიგი საინჟინრო თუ სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რაც ეყრდნობა ღრმა, დეტალურ მოძრაობის უსაფრთხოების აუდიტორულ ანგარიშებსა და ანალიზს.

მშენებლობის ორგანიზაციის საკითხები

საინჟინრო პროექტების მომზადებისა და განხორციელებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშენებლობის ორგანიზაციის საკითხები, რომლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმვა უზრუნველყოფს: მშენებელ-კონტრაქტორთა რაციონალურ და ოპტიმალურ ხარჯებს, მშენებლობის პროცესში მონაწილე მუშა-მოსამსახურეთა და სხვა პერსონალის უსაფრთხოებას, დაცულობას,ჯანმრთელობისთვის საჭირო პრევენციულ ქმედებებს.

გარემოს დაცვის საკითხები

პროექტების მომზადებისა და მათი განხორციელების ყველა ეტაპზე გარემოსდაცვითი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო საინჟინრო გადაწყვეტილებები „პროექტმშენკომპანის“ პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების მომზადებისას ძირითად პერსონალთან ერთად ჩართულნი არიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტ-სპეციალისტები. მუდმივი სამუშაო ურთიერთობა დამყარდა საქართველოს გარემოსდაცვით სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დონორების მიერ დაქირავებულ გამოცდილ ექსპერტებთან.

განსახლებისა და სოციალური საკითხები

თითქმის ყველა დიდ საგზაო ინფრასტრუქტულ პროექტს ქონების გამოსყიდვისა და იძულებითი განსახლების საკითხი ახლავს თან. პროექტების მომზადების ეტაპზე მნიშვნელოვანია ზემოქმედების არეალში მოხვედრილი სუბიექტების ზუსტი და სრულყოფილი აღწერა-იდენტიფიცირება, მათი ქონების სამართლიანი, (საბაზრო ფასებზე დაყრდნობით) ობიექტური შეფასება, მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ნდობის ჩამოყალიბება, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ხორციელდება. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად მონაწილეობენ სემინარებში, ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში; მჭიდროდ თანამშრომლობენ უცხოელ ექსპერტ-სპეციალისტებთან.

კომპანიის სიახლეები

სამუშაოები სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე

სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე “პროექტმშენკომპანის” ჩართულობით სამუშაეობი მიმდინარეობს. კერძოდ – E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე კმ 42+000–კმ 51+570, პკ 439+17–ზე გასასვლელის, ხოლო პკ 439+66–ზე რკინაბეტონის მილების ფუძის გრუნტების...
მეტის ნახვა

კომპანიის საინფორმაციო ჟურნალი

“პროექტმშენკომპანი” კომპანიის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ჟურნალის გამოცემას გეგმავს. ჟურნალი მოიცავს ინფორმაციას კომპანიის ძირითად მიმართულებებზე, აქცენტებსა და მომსახურების სფეროზე. მასში ასევე შესულია “პროექტმშენკომპანის” მიერ ქვეყნის მასშტაბით...
მეტის ნახვა